ორგანიზაცია „დავითიანისა“ და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, მცხეთიდან თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის მონაწილეებმა ძეგლი სამეფო გვირგვინით შეამკეს და გალობით აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც მრევლის მეორე ნაწილია შეკრებილი და ფეხით, მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრამდე მივლენ. ტაძარში დავით აღმაშენებლის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდიან.