საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. დავითობაზე დღის განმავლობაში ასევე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
თამუნა ნადარეიშვილი ჩაგვერთვება ახლა სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში.