„დავით აღმაშენებლის ხელნაწერი მემკვიდრეობა”

დავით აღმაშენებლის მეფობის ამსახველი ისტორიული წყაროების ასლები 8 თებერვალს გელათის სამონასტრო კომპლექსში გამოიფინება.

უნიკალურ გამოფენას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამზადებს. ექსპოზიციაზე იმ უნიკალური ხელნაწერების ასლებს წარმოადგენენ, რომლებიც აღმაშენებლის ეპოქის სამწერლობო ტრადიციას და ბაგრატოვანთა სამეფო კარის მიერ გაცემულ დოკუმენტებს მოიცავს.

გამოფენის გახსნამდე მოამბის ჟურნალისტმა, თათია კუჭუხიძემ ისტორიული ექსპონატების ორიგინალები დაათვალიერა.