დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერები

930 წელი დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევიდან.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განსაკუთრებული ექსპოზიციისთვის ემზადება. ხვალ ქართველი მეფის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა გამოიფინება, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოფენო სივრცეში საცავებიდან უნიკალურ ხელნაწერებს პირველად გამოიტანენ. მათ შორის იქნება რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, ასევე დავით აღმაშენებლის „გლობანი სინანულისანი“.