დავების წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში - საკანონმდებლო ცვლილებები

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობას საქართველოს პარლამენტი დღეიდან იწყებს. დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა. ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურებს ეხება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის ნორმის გასაჩივრება ხდება და არა -კონკრეტული ქმედების. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ სწორედ ამ ნორმის ასახვა ხდება კანონში, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ცვლილებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ოპოზიციის ნაწილი კი, უმრავლესობის ინიციატივას პრეზიდენტის დაკნინებისა და მისი უფლებამოსილების შესუსტების მცდელობად აფასებს.