დავა საკონცერტო დარბაზისთვის

რა ბედი ელის თბილისის საკონცერტო დარბაზს.

გააგრძელებს თუ არა სახელმწიფო, კერძო კომპანიასთან თანამშრომლობას, – ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება. გიორგი კერესელიძე იმედოვნებს, რომ მთავრობა „ინთერნეიშენალ ივენთსს“ ხელშეკრულებას გაუგრძელებს. თავის მხრივ, კომპანია მზად არის დავალიანება, რომელიც მას სახელმწიფოს წინაშე ერიცხება, ეტაპობრივად დაფაროს. კერესელიძის ინფორმაციით, კომპანიას ეკონომიკის სამინისტროსთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.