დავა სახელისთვის

ამბობენ, რომ ზოგჯერ სახელი ბედს განსაზღვრავს.

სწორედ სახელი გახდა უთანხმოების მიზეზი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის – მაკედონიის შემთხვევაში. მისი სახელწოდება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა. სახელწოდების გამო, სკოპიეს საბერძნეთთან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მრავალწლიანი დავა აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებში აშკარა პროგრესი შეინიშნება.

ბოლო შეხვედრა მაკედონიისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებს შორის დავოსში შედგა.

ქეთი ჩოხელი დაინტერესდა, პრობლემის გადაჭრის რა გზები განიხილება და რა კომპრომისზე მიდიან მხარეები.

დატოვე კომენტარი