დავა საავტორო უფლებების სფეროში

დავა საავტორო უფლებების სფეროში. დაპირისპირების მიზეზი ხდება 40-მდე ქართველი მომღერლით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საქართველოს საავატორო უფლებათა ასოციაციის ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას გეგმავს.

ინიციატორები არგუმენტად ჰონორარების სიმცირეს ასახელებენ და განმატავენ, რომ ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით მათ გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ასოციაციის მიმართ კითხვები აქვთ.

პრეტენზიებს მწვავე განცხადებებით პასუხობს თავად გიგა კობალაძე, რომელიც ახლადდაფუძნებულ საინიციატივო ჯგუფს, რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და მოსალოდნელ საფრთხეზე მიუთითებს.

ინიციატორები არ მალავენ, რომ საავტორო უფლებების სფეროში, ახალი ორგანიზაცია რუსეთის მიერ დაფუძნებული ევრაზიის კონფედერაციის ბაზაზე იქმნება.