დავა მილიონებზე – დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

21:01, 22.08.2026

ვიდრე დავას მილიონებზე ჯერ ისევ პოლიტიკური ფასი აქვს, მიხეილ სააკაშვილი არც მის დაფუძნებულ პარტიაზე აცხადებს ფასდაკლებას, მეტიც, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ციხიდან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყიდება, ამასთან თანაგუნდელებს ურჩევს უკან, გზააბნეულებისკენ აღარ მიიხედონ. უნდათ თუ არა ამის დანახვა, ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის ბრალდებები გუნდის ღალატსა და ხელისუფლებასთან გარიგებაზე გრძელდება. ვიდრე მხარეები პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, გავლენებსა და რესურსების განაწილებაზე ვერ თანხმდებიან, ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებს. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციური ალიანსი ხელმოცარულთა გაერთიანებაა და მიმდინარე პროცესები, მათ შორის არსებული დაპირისპირების ლუსტრაციაა.

მსგავსი