დავა მილიონებზე – დაპირისპირება ოპოზიციაში 

21:10, 21.08.2026

მწვავე დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის – „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები ერთმანეთს საჯაროდ უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ.

მიხეილ სააკაშვილის შემდეგ კონკრეტული ფაქტების დასახელებას ყოფილი მმართველი პარტიის არც სხვა ლიდერები ერიდებიან. პოლიტიკური კორუფცია, გუნდის ღალატი, ხელისუფლებასთან გარიგების სანაცვლოდ მილიონების მიღება – კოალიციის მისამართით ბრალდებების ჩამონათვალი ვრცელია. მთავარი სამიზნე ნიკა გვარამიაა, რომელიც ანა წითლიძემ დღეს „რუსთავი 2“-ის, „მთავარის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძარცვაში დაადანაშაულა და სოლიდური ხელფასიც შეახსენა. დაპირისპირების დროს არაერთხელ ახსენეს სააკაშვილის მთავრობის პრემიერი ნიკა გილაურიც, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ დავალებით კოალიციის მთავარ დამფინანსებლად აცხადებს. გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანების ლიდერები დუმილის სტრატეგიას არღვევენ და თავდასხმებზე გადადიან – თუ მანამდე მხარეები ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ, ახლა უკვე კონკრეტული ფაქტები და გვარები სახელდება. ურთიერთბრალდებების მთავარი ხაზი ხელისუფლებასთან კავშირების თემაზე გადის.

მსგავსი