დავა მილიონებზე – დაპირისპირება ოპოზიციაში

18:01, 22.08.2026

გუნდის ღალატი და ხელისუფლებასთან გარიგება – ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში და დავა მილიონებზე გრძელდება. მაშინ, როცა სააკაშვილის პარტიის ყოფილი და ახლანდელი წევრები ერთმანეთს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ციხიდან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყიდება, ამასთან, თანაგუნდელებს ურჩევს, უკან აღარ მიიხედონ. ვიდრე მხარეები ერთმანეთს პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, გავლენებსა და რესურსების განაწილებაზე ედავებიან, მაგალითად ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებს. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციური ალიანსი ხელმოცარულთა გაერთიანებაა და ახლა მათ შორის არსებული დაპირისპირების ლუსტრაცია მიმდინარეობს.

მსგავსი