დავა მიცვალებულის დაკრძალვის წესზე

ავტოავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელის.

24 წლის შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. მიზეზი „გირჩის“ მიერ შექმნილი ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ წევრობაა. საუბარია ორგანიზაციაზე, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანებამ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით შექმნა. როგორც ოჯახი განმარტავს, ჯარში წასვლისგან თავის ასარიდებლად გახდა თავის დროზე ბარამიძეც მითითებული ორგანიზაციის წევრი, შინაგანი რელიგიური მრწამსი კი არ შეუცვლია. თუმცა,  სჯულის კანონის დარღვევის მოტივით, სასულიერო პირებმა რელიგიური მსახურების აღსრულებაზე უარი თქვეს.

დატოვე კომენტარი