დავა გენერალური პროკურორის დიპლომზე

საქართველოს გენერალური პროკურორის უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომი პოლიტიკური შეფასებების თემაა.

პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული განათლების საკითხი, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია. ოთარ კახიძე მმართველ გუნდს არაპროფესიონალურ მართვაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ბრალდებებს პოლიტიკური განცხადებით გამოეხმაურა დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის წაგებულ საქმეს ახსენებს. შალვა თადუმაძის უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის საკითხი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეიწავლა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დგინდება შეუსაბამობა. კონკრეტულად თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ როდესაც ინსტიტუტი ოფიციალურად 1994 წელს დაფუძნდა. სწავლის დასრულების თაღირად თადუმაძე  1999 წელს ასახელებს, დიპლომში კი მითითებულია 1998 წელი. შეუსაბამობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოითხოვს საკითხი კომპეტენტურმა უწყებებმა შეისწავლონ.

დატოვე კომენტარი