დავა ცესკო-ს გადაწყვეტილებებზე

არჩევნების თარიღზე პოლიტიკური დავა სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს.

ცესკო-ს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სამი არასამთავრობო ორგანიზაცია უჩივიან. სასამართლოში სამი სარჩელია შესული. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ადმინისტრაციას ხელისუფლების ინტერესების გატარებასთან ერთად კანონდარღვევაშიც ადანაშაულებენ და ითხოვენ, გაბათილდეს დადგენილება, რომლითაც მეორე ტური 28 ნოემბერს, ანუ შუა კვირაში დაინიშნა.

თარიღით უკმაყოფილოა სამი არასამთავრობო ორგანიზაციაც, თუმცა მათ სარჩელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული. ცესკო მოდავე მხარეებს კანონდმებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს.