დავა ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო

18:52, 24.02.2025

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ დავა გრძელდება.

აკადემიის დამფუძნებლის და ინვესტორთან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა სკოლის იურისტმა, რომელიც სკოლის „საქართველოს განათლების ჯგუფთან“ მიმდინარე სამართლებრივი დავის და მწვავე კონფლიქტში გადაზრდილ დაპირისპირებას ეხებოდა. იურისტის განცხადებით, „საქართველოს განათლების ჯგუფი“, მის უკან მდგარი „ჯორჯიან კაპიტალი“ არაკეთილსინდისიერი და საეჭვო მეთოდებით ცდილობენ სკოლის ადმინისტრაციული მმართველობის ხელში ჩაგდებას. ასევე, იურისტის განცხადებით 12 თებერვალს ჩაშლილი კრების მიუხედავად, სადაც ახალი დირექტორის დანიშვნაზე უნდა ემსჯელათ, „საქართველოს განათლების ჯგუფმა” მაინც დაარეგისტრირა ახალი დირექტორი. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნათია ჯანაშიამ 23 თებერვალს მოსწავლეების მშობლებს სკოლაში არსებული მდგომარეობის ამსახველი წერილები გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე 24 თებერვალს სასწავლო პროცესი არ ჩატარდებოდა. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, აკადემიის იურისტმა განაცხადა, რომ ნათია ჯანაშიამ დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე იზრუნა მოსწავლეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

„საქართველოა განათლების ჯგუფი“ ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა.

მსგავსი