დავა ამნისტიის კანონპროექტზე  

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონის პროექტზე მსჯელობენ.

ამ წუთებში დისკუსია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე მიმდინარეობს, რომელზეც ოპოზიციას აქვს შენიშვნები. პოზიციის მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა ასევე დღეს არის დაგეგმილი. მხარეებს შორის საკითხზე პოზიციები განსხვავებულია. ერთიანი პოზიციის შეჯერების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ მხარეებს კონკრეტული ინიციატივა დღეს დილით გამართულ კონსულტაციაზე შესთავაზა. კახა კუჭავა „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, პროექტით აღარ იყოს გათვალისწინებული თანხმობა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მხრიდან, ოპოზიციას კი მოუწოდებს, უარი თქვას მოთხოვნაზე ამნისტიის მისაღებად დაზარალებულის თანხმობაზე.