დაუსრულებელი სპორტის სასახლეები

კანადურ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის დავა, სავარაუდოდ, ლონდონის არბიტრაჟში გაგრძელდება. მხარეები გორში, თელავსა და ბათუმში მდებარე სპორტის სასახლეებზე დავობენ.

2016 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მთავრობამ 34 მილიონი დოლარი გამოიყო. თანხის ნაწილის დახარჯვის და მშენებლობის თითქმის დასრულების მიუხედავად, სპორტული ობიექტები ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ არის შესული. შედეგად მთავრობამ მშენებელ კანადურ კომპანია „ბეგლენთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, რასაც მეორე მხარე არ ეთანხმება.

კონტრაქტი შარშან აუდიტის სამსახურმაც შეისწავლა და გარკვეული ხარვეზებიც გამოავლინა.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, მიადგა თუ არა ზარალი სახელმწიფოს და როდის იგეგმება სპორტული ობიექტების დასრულება.