დაუსრულებელი სკოლები გორის მუნიციპალიტეტში

21:01, 25.10.2026

გორის მუნიციპალიტეტის სამი სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელსაც საკუთარი საკლასო ოთახების მიღმა შეხვდნენ. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების არაკეთილსინდისიერების, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისა და სხვა პრობლემების გამო, საგანმანათლებლო პროცესი მეზობელი სოფლებისა და ქალაქის ახლომდებარე სკოლებში მიმდინარეობს. შესაბამისად, გართულდა განრიგიც, გაკვეთილები გვიან მთავრდება, რის გამოც მოსწავლეებს არაფორმალური განათლებისა თუ სახელოვნებო წრეებისთვის დრო აღარ რჩებათ. ეს პრობლემა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტს არ ეხება, ქვეყნის მასშტაბით არაერთ სკოლაში პროცესი კვლავ ვერ განახლდა. შეფერხების მთავარი მიზეზი მიმდინარე ან გაჭიანურებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია. დაუსრულებელი პროექტების გამო კი ყველაზე მეტად მოსწავლეები და მათი ოჯახები ზარალდებიან.

ამ გამოწვევის საპასუხოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნული დროებითი კლასების მოწყობა ყველა პრობლემურ სკოლაში ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

 

მსგავსი