იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ორ კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, კერძოდ ფიცარი. შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.