დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება. თბილისის საკრებულოს ინიციატივით იმართება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შეგროვებული თანხა კი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. ღონისძიების მონაწილეებმა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზეც ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირებს აქვთ.