დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

მხარეებმა ჩარჩო დოკუმენტის დეტალებზე იმსჯელეს, რომელიც შექმნის შშმ ბავშვთა და მოზარდთა გარდამავალი მენეჯმენტის სქემას და დაარეგულირებს სისტემას.

პროექტზე უკვე მუშაობს განათლების სამინისტროც, რომელიც დასრულებულ დოკუმენტს მთავრობას გადაუგზავნის.