დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21:45, 21.03.2022

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს – 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ხელისუფლებას იმის განმარტება უწევს, თუ რას აკეთებს წლიდან წლამდე სახელმწიფო საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. პრობლემების ჩამონათვალი კი ფართოა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი ასაკის მატებასთან ერთად სახელმწიფო ზრუნვის შემცირება, შესაბამისი პროგრამების არ არსებობა და დასაქმება სახელდება.

შშმ პირებზე ზრუნვა და მათთვის სამუშაო ადგილების გამოყოფა პრიორიტეტია საქართველოს პირველი არხისთვის. ამ მიზნით ტელევიზია არაერთ პროექტს და აქტივობას ახორციელებს.

მსგავსი