დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს მსოფლიო, დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.

ტრადიციულად ამ დღეს საქართველოც უერთდება. დღეს დაწყებული კვირეულის ერთ-ერთი მთავარი სიახლე საინფორმაციო კამპანიაა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, თუ სად და რა პირობებში შეუძლია სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო სერვისის მიღება.