„ენდიაის“ ქართული ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის სტატია ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის თემად კიდევ ერთხელ იქცა.
„სივილ ჯის“ მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში ლორა თორტონი დემონსტრანტების გამარჯვების და დასახული მიზნების გზებზე საუბრობს და პარალელებს სხვა ქვეყნების ისტორიებთან ავლებს. სტატიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები და უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებია განხილული. დასმულია შეკითხვა – რა ფაქტორები განსაზღვრავს საპროტესტო მოძრაობის წარმატებაც. ნაგვის არ გატანა, ბანკის მოლარეების სამსახურში არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლებში დარჩენა – ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ხელისუფლებაზე ზეწოლის და ახალი არჩევნების მიღწევის გზას საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვებში ხედავს. ხელისუფლებისთვის თორტონის გზავნილები მოულოდნელი არ არის და მათ მიღმა დესტაბილიზაციის და რევოლუციის მოწყობის მცდელობებს ხედავს. გახდება თუ არა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის ხედვა ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილი – ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ თორტონის ხედვებს მათ სამოქმედო ტაქტიკასთან კავშირი არ აქვს.