დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეთა დაჯარიმება

6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, პოლიციას 51 პირი ჰყავს იდენტიფიცირებული. მათ შორის 24 ადამიანს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევას ედავებიან, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო 19 პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

შსს-ში არ აკონკრეტებენ იდენტიფიცირებული პირების ვინაობას. ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულთა შორის არის პარტია „ლელოს“ ოთხი და პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ერთი წევრი.