„დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერის განცხადება

12:19, 08.11.2026

„ორბანი დამარცხდა უნგრეთში, ვუჩიჩი სტუდენტებმა დაამარცხეს სერბეთში, ტრამპი დამარცხდა შეერთებულ შტატებში, ახლა კი ჩვენი ჯერია ისტორია შევცვალოთ“ – ამის შესახებ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანების, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა. მისი თქმით, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციას, საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა აღარ აქვს. მელანშონმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჟორდან ბარდელა და საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენიც გააკრიტიკა. გარდა ამისა, როგორც თავად აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს წინააღმდეგ კონფლიქტში ერთ-ერთ მებრძოლ მხარედ ჩაერთვება, ერთი დარტყმაც კი, შესაძლოა, ქვეყნის განადგურების მიზეზი გახდეს.

მსგავსი