დათუნა ალადაშვილი საქართველოს მასშტაბით 50-მდე კონცერტს გამართავს

პიანისტი დათუნა ალადაშვილი საქართველოს მასშტაბით 50-მდე კონცერტს გამართავს.

საღამოები მუსიკალურ ტურნე „პიანინოს’’ ფარგლებში გაიმართება.

ახალგაზრდა მუსიკოსი სპეციალური მუსიკალური მანქანით, რომელიც სცენად ტრანსფორმირდება, რეგიონებს მოივლის და კონცერტებს გამართავს.

პროექტი 27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მიზანი, საქართველოს ყველა რეგიონში ცოცხალი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.