დატოვებს თუ არა თანამდებობას საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ეს შესაძლოა მოხდეს, თუ მისთვის პრინციპულ საკითხზე მმართველ გუნდთან შეთანხმება არ შედგა. კონკრეტულად რას უკავშირდება უთანხმოება, არ კონკრეტდება.
გია ვოლსკი არ გამორიცხავს, უთანხმოება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებიდან პენიტენციური სამსახურის გამოყოფას უკავშირდებოდეს. მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე, პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერის განცხადებას ელოდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა. ანა ბროლაძე თემის დეტალებით.