დატოვებს თუ არა ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ეკა ბესელია

დატოვებს თუ არა ფრაქცია “ქართულ ოცნებას” ეკა ბესელია და შეიქმნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქცია მისი ხელმძღვანელობით, ეს ჯერჯერობით უცნობია. ეკა ბესელია მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს. მანამდე კი მისი განცხადებით, პრინიპული საკითხი, რაზეც მისი და მისი თანამოაზრეების პოზიცია  მმართველი პარტიის ერთი  ნაწილისგან განსხვავებულია, უზენაეს სასამართლოში ასარჩევი მოსამართლეთა სიაა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება და საქართველოში ხვალ ბრუნდება. ეკა ბესელიას ქვეყანაში დაბრუნებასა და მისი პოზიციების დეტალურად მოსმენას ელოდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. რაც შეეხება საუბარს გუნდის შესაძლო ორად გაყოფის თაობაზე, მაგალითდ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.