დათო კრაწაშვილის გამოფენა

40- მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი – ერთი პატარა მხატვრის მემკვიდრეობის ნაწილს, დამთვალიერებელი ხვალიდან შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იხილავს. დავით კრაწაშვილი, რომელსაც მისი შემოქმედების გამო პატარ გენიოსი უწოდეს, 1963 წელს თბილისში დაიბადა. ხატვით ბავშვობიდანვე გატაცებული იყო. პირველი ჯილდო კი 16 წლის ასაკში მიიღო. ხატავდა ყველა სახის მასალით, შესაბამისად, გამოფენის ორგანიზატორებმა დამთვალიერებელს საკმაოდ მრავალფეროვანი ექსპოზიცია მოუმზადეს. დავით კრაწაშვილი 17 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა დატოვა შემოქმედება, რომელიც დღემდე ცოცხლობს.