დათო ბოლქვაძე - ჟურნალისტი ომში

დღეს, ქართველი ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე 52 წლის გახდებოდა. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში, ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რამდენიმე სამხედრო ტყვესთან ერთად, საჯაროდ დახვრიტეს.

დათო ბოლქვაძემ 1987 წლიდან მუშაობა დაიწყო პირველ არხზე, მაშინდელ სახელმწიფო ტელევიზიაში ჯერ ლიტერატურულ, შემდეგ კი – თეატრალურ რედაქციაში ასისტენტად. 90-იან წლებში, სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაარსებისთანავე, ამ არხზე ოპერატორად მიიწვიეს.

1993 წლიდან ის იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ტაიმ-აუტის“ უცვლელი რეჟისორი და ოპერატორი. დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე დაინიშნა მეორე არხის საინფორმაციო რედაქციის მთავარ რეჟისორად. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ამერიკულმა სააგენტომ იგი სააგენტოს კავკასიის ბიუროს ოპერატორად მიიწვია. ის მივლინებულ იქნა სამოქალაქო ომის გასაშუქებლად დასავლეთ საქართველოში, სადაც 1993 წლის 28 ოქტომბერს დახვრიტეს. 

დატოვე კომენტარი