დატბორვის საფრთხე სოფელ სკრაში

გორში, სკრის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია.

ადგილობრივები მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. მათ სახლების დატბორვის და მოსავლის გარეშე დარჩენის ეშინიათ, რადგან გაზაფხულზე მდინარის ადიდებას ვარაუდობენ.

გასულ წელს მოვარდნილი წყლის გამო, მაშველების დახმარება გახდა საჭირო. რთული საცხოვრებელი პირობების გამო, მოსახლეობის ნაწილმა აქ ცხოვრებაზე უკვე უარი თქვა. ისინი კი ვინც დარჩნენ, პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

ნინო ფისაძის რეპორტაჟი.