წყალდიდობა ქობულეთში

დატბორილ ქობულეთში ამ დროისთვის ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება წყლის მაღალი დონის გამო ვერ ხერხდება. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს წყლის დონის კლების შემდეგ დაიწყებენ.

ძლიერი წვიმა ქობულეთში დღის 16:00 საათზე დაიწყო. მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია რუსთაველის ქუჩა და ბაზრის ტერიტორია, მძიმე მდგომარეობაა ვილაურის დასახლებაში. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ობიექტებში. წვიმის შედეგად დაიტბორა ქობულეთის სახანძროს შენობაც.