დასუფთავების სამუშაოები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე

18:40, 22.04.2026

დედამიწის დღესთან დაკავშირებით შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა. აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. აქციის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

მსგავსი