„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა.
საუბარია დასუფთავების მანქანებზე. ახალი სპეცტექნიკა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დღეიდან იმოძრავებს. წლის ბოლომდე გეგმაშია რამდენიმე ათეული სხვადასხვა ფუნქციის ათეულობით მანქანის დამატებაც. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად თბილსერვის ჯგუფი სამშენებლო ნარჩენების გადამტანი სპეცტექნიკის შეძენასაც აპირებს. მიზანი სერვისების გაუმჯობესება და დედაქალაქიდან ნარჩენების უფრო სწრაფი გატანის უზრუნველყოფაა.