დასკვნითი სხდომა მეჩეთის მშენებლობის საქმეზე

დაირღვა თუ არა მუსლიმი თემის უფლება. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, გადაწყვეტილებას მოსამართლე 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე, მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცესი თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. მოსამართლემ დღეს განაცხადა, რომ შეთანხმების იმედი აღარ აქვს, თუმცა მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართა, ხომ არ ჰქონდათ რაიმე მოსაზრება და არგუმენტები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.