დასკვნითი საახალწლო ღონისძიება თბილისში

დედაქალაქში საახალწლო სოფელი დასკვნითი კონცერტით იხურება.

ორბელიანის მოედანზე ორი სცენაა დამონტაჟებული. საღამოს რვა საათზე ადგილზე მისულმა სტუმრებმა ელექტრონული ჯგუფის რეპერტუარი მოისმინეს, რამდენიმე წუთის წინ კი ქარავნის სცენაზე ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლები წარდგნენ. კონცერტებამდე მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, რომ ტკბილეულის ბაზრობა დაეთვალიერებინათ და სანტას სახლში მისულიყვნენ. 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანი, ცხრა აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა ყოველდღე სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებას, საშობაო ბაზრობას, კონცერტებს, შოუებს, გამოფენებს, მსვლელობებს, კვების ობიექტებს და გასართობ აქტივობებს მასპინძლობდა.