დასკვნა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საპარლამენტო კომისიაში დღეს კრიტიკის მთავარი სამიზნე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დასკვნის პროექტი იყო. ოპოზიციისთვის გაუგებარია მმართველი გუნდის ალტერნატიული პროექტი, რომლის შინაარსი „მოამბისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

„ქართული ოცნება“ საკუთარ პროექტში დაგვიანებით ან საერთოდ ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობს. თუმცა ფიქრობს, რომ ამ გარემოებებს გამოძიების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ამ კონტექსტში მმართველი გუნდი თანამდებობის პირების მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ნიშნებსაც ვერ ხედავს. რაც ეხება მ.კ-ს, უმრავლესობა ითხოვს, სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ქმედებებს შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა შეფასება მისცეს.