რა ბედი ეწიათ საარჩევნოდ შექმნილ კოალიციებს და რა სახით აგრძელებენ საქმიანობას ოპოზიციური პარტიები – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ძლიერ საქართველოში“ შემავალმა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ საქმიანობას და „ძლიერი საქართველო“ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტი იყო. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კოალიციაში მყოფი ოთხივე სუბიექტი მოქმედებს, როგორც პარტნიორი და როგორც კი ახალი არჩევნები დაინიშნება, იზრუნებენ, რომ ისევ ერთ კოალიციაში იყვნენ.
რა ხდება სხვა კოალიციებში და როგორია შეფასებები – თათია ტაბეშაძე გვიერთდება ეთერში.