დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი დეკემბრის ღამეს სპეცრაზმმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენა როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი. ასევე წიწაკის სპრეი. სპეცრაზმის მხრიდან მომიტინგეების დაკავებებისას ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ინგოროყვას კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შეყვანილია 17 პაციენტი. აქედან 7-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 10 პაციენტი გაეწერა ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ, ამ დროისთვის კლინიკაში რჩება 10 პაციენტი. ექიმის განცხადებით 10-ვე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალიდან პაციენტების ეტაპობრივად გაწერა იგეგმება. მედიკოსების ინფორმაციით, მათ ძირითადად აღენიშნებათ თავის ტვინის ტრავმები, სახის ძვლების, მოტეხილობები, ცხვირის ტრავმა. მედიკოსების შეფასებით, ნაცემი მომიტინგეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა 23 სამართალდამცველი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.