დაშავებული მოზარდების მდგომარეობა

ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოზარდები კვლავ საავადმყოფოებში რჩებიან. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მეორეს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მესამის მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია. შეგახსენებთ, შემთხვევა გარდაბნის გზადკეცილზე გუშინ მოხდა.