დაშავებული მოზარდები

21:02, 10.09.2018

10 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული კიდევ ორი არასრულწლოვნის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

შემზარავი ფაქტი გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე საცხოვრებელ კორპუსთან სამი საათის წინ მოხდა. მიტოვებული ავტოფარეხის ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ სამი მოზარდი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. როგორც კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, თავდაპირველად ბავშვების გამოყვანა თავად სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ადგილზე მაშველების გამოძახება გახდა საჭირო.

გამოძიება დაწყებულია.

მსგავსი