დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული.

საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოკითხულია ერთი პირი, ასევე უწყებაში დაბარებულია კიდევ ერთი ადამიანი. თავდამსხმელთა ვინაობაზე უკვე ვრცელდება არაოფიციალური ცნობები. სახელდება კონკრეტული გვარები. ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ თავს და ფიზიკურად იძალადეს. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ ოპერატორი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ჩიხლაძე კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაზარალებულები დღეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა მოინახულეს.