დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

სასტიკი თავდასხმის შედეგად დაზარალებული ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დახმარების მიზნით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგი შეწირულმა კლინიკა, შესაძლოა, დღეს დატოვოს. მაკა ჩიხლაძეს კი ექიმები რეკომენდაციას აძლევენ მდგომარეობიდან გამომდინარე კიდევ ერთი დღით დარჩეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება თავის მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ჰყავთ გადაყვანილი ექიმებს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულების მოსანახულებლად კლინიკაში დღეს საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ელჩები მივიდნენ.
მარიამ აფციაური პირდაპირ ეთერში დეტალებით.