სასტიკი თავდასხმის შედეგად დაშავებული ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაეწერება. მას და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძე ბესიკის ქუჩაზე ნიღბიანი პირები ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობდნენ. კადრებში ჩანს, როგორ დაესხნენ თავს უცნობი შენიღბული პირები მედიის წარმომადგენლებს. მანამდე კი ეს ნიღბიანი პირები ამავე ქუჩაზე მდებარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისთან გამოჩნდნენ, სადაც თავს დაესხნენ და კობა ხაბაზს და სცემეს. ნაცემია კოალიციის კიდევ ერთი წევრი – დუტა პეტრიდისი. ამავე პერიოდშია ნაცემი მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც ყვება, რომ ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა თავდამსხმელები და ზოგადად სიტუაცია არ გაანეიტრალეს.
როგორია დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა – მარიამ აფციაურის ჩართვა #მოამბე