დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთაველის გამზირზე, „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს დაშავებული საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, ილია თვალიაშვილი კლინიკიდან გამოწერეს.

„ნიუ ჰოსპიტალი“ მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ექიმების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რომ მან მკურნალობა უკვე ბინაზე განაგრძოს.

ილია თვალიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა უმიზეზოდ ერთდროულად რამდენიმე დამნაშავემ მიაყენა. დაზიანებები მას ძირითადად თავის არეში აქვს მიღებული. აღენიშნება ტვინის შერყევა. ასევე მას დაზიანებული აქვს ორივე თვალი. დღესვე კლინიკა დატოვა „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორმა, რომა ტურაღიშვილმა, რომელსაც მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც მის თანმხლებ ჟურნალისტთან ერთად თავდამსხმელები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ.

დატოვე კომენტარი