დაშავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა
დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორები ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან. კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა მოამბის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. მას თვალ-გუგის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა აქვს. მედიის წარმომადგენლებიდან ორს ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის სამი, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში კი, ორი ოპერატორი რჩება.