დაშავებულების მდგომარეობა
გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დაშავებული სამი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ორ მათგანს ჰოსპიტალიზება არ დასჭირდა. ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს მხრის ძვლის ამოვარდნა ჰქონდა, მეორეს სასუნთქი ორგანოების დაზიანება აღენიშნება წიწაკის სპრეის ჩასუნთქვის შედეგად. კლინიკაში მხოლოდ ერთი დაშავებული დატოვეს, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს. ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაშავდა. მას თვალის მთლიანობა შენარჩუნებული აქვს და რეანიმაციაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.