დემონსტრანტების მხრიდან საერთაშორისო ავტომაგისტრალის გზის სავალი ნაწილის დაკავების მცდელობას, დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასთან. შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა რამდენიმე პირი. ორი მათგანი „ვივამედის“ კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ტვინის შერყევა აღენიშნებათ. ერთ-ერთი დაშავებული „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაიაა. „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას სასწრაფო დახმარების ჯგუფები უწევდნენ.