დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:22, 05.12.2024

ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ბოლო დღეებში აცივების შედეგად დაშავებულთა უმეტესობა იყო მოთავსებული, აცხადებენ რომ გუშინდელი აქციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებულები არ შეუყვანიათ. რაც შეეხება 21 წლის ბიჭის მდგომარეობას, რომელმაც 3 დეკემბერს აქციაზე თავის და თვალის არეში დაზიანება მიიღო, მდგომარეობა სტაბილურია. ინგოროყვას კლინიკა პაციენტების ნაწილმა დღეს დილით დატოვა. მათი ინფორმაციით ძირითადად კლინიკაში შეყვანილ დაშავებულებს ჰქონდათ დაზიანება თავის და სახის არეში.

მსგავსი